რეგიონულ ჰოსპიტალში გერმანიიდან მოწვეული პროფესორი ზაზა ქაცარავა ნევროლოგიურ კონსულტაციებს გამართავს

რეგიონულ ჰოსპიტალში გერმანიიდან მოწვეული პროფესორი ზაზა ქაცარავა ნევროლოგიურ კონსულტაციებს გამართავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „სამედიცინო კორპორაცია ევექსიდან“ აცნობეს, დღეს რეგიონულ ჰოსპიტალში თავის ტკივილის მქონე პაციენტებისთვის კონსულტაციებს გერმანიაში მოღვაწე ნევროლოგი, ევროპის თავის ტკივილის ასოციაციის პრეზიდენტი, გერმანიის ქალაქ ესენის უნივერსიტეტის პროფესორი და ქალაქ უნას ევანგელური საავადმყოფოს ნევროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ზაზა ქაცარავა ჩაატარებს.

რეგიონულ ჰოსპიტალში პროფესორი ზაზა ქაცარავა ნევროლოგების გუნდთან ერთად კონსულტაციებს 50 % -იანი ფასდაკლებით გამართავს. პაციენტებს, რომელთაც საჭიროების შემთხვევაში დაენიშნებათ დამატებითი გამოკვლევები, იმოქმედებს ფასდაკლება, კერძოდ: თავის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია - 410 ლარის ნაცვლად 277,50 ლარად. 50% - იანი ფასდაკლება იქნება ლაბორატორიულ კვლევებზე: სისხლის საერთო ანალიზი - 22 ლარის ნაცვლად 11 ლარად; C რეაქტიული ცილის განსაზღვრა - 19 ლარის ნაცვლად 9, 50 ლარად; ერითროციტების დალექვის სიჩქარე - 12 ლარის ნაცვლად 6 ლარად.

აქციის ფარგლებში პაციენტებს, ექიმის მიერ დანიშნულ თავის ტკივილის სამკურნალო მედიკამენტებზე, 30%-იანი ფასდაკლების ვაუჩერები გადაეცემათ .

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი