„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ წალკის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ წალკის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. ამის შესახებ ნათქვამია „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ განცხადებაში.

„შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, წალკის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების განხორციელებას გეგმავს.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე 2018 წლის 16 ოქტომბერს, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, გაზმომარაგება შეუწყდება ქალაქ წალკის აბონენტებს.

შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" დისკომფორტის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის“, – ნათქვამია განცხადებაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს