ჟურნალისტის გაუჩინარების საქმეზე,  ანკარაში, საუდის არაბეთის საკონსულოში ჩხრეკა 9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

თურქეთის პოლიციის ექსპერტების ჯგუფმა ანკარაში საუდის არაბეთს საკონსულოში ჩხრეკა ჩაატარა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჯგუფი კონტრტერორისტული და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებისგან შედგებოდა. ჩხრეკა საკონსულოს შენობაში 9 საათს გრძელდებოდა.

ჩხრეკის ფარგლებში ექსპერტებმა ასევე საკონსულოს ტერიტორიაზე მდებარე სკვერიდან ნიადაგის სინჯები აიღეს.

აღსანიშნავია, რომ ჩხრეკის პროცესს საუდელი ექსპერტების ჯგუფიც ესწრებოდა.

წარმოშობით საუდელი ჟურნალისტი ჯამალ ჰაშქაჯი ერ-რიადის მიმართ კრიტიკული განცხადებებით არის ცნობილი. 2017 წელს მან სამშობლო დატოვა და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ის სტამბოლში, საუდის არაბეთის გენერალურ საკონსულოში მივიდა, იმის შემდეგ რაც საკონსულოს თანამშრომლები მას ტელეფონით დაუკავშირდნენ და გარკვეული დოკუმენტების ხელმოწერის მიზნით საკონსულოში მისვლა სთხოვეს. ჰაშქაჯი საკონსულოში საცოლესთან ერთად მივიდა, თუმცა ის შენობაში არ შეუშვეს. შესვლიდან 5 საათის შემდეგ საკონსულოში ჟურნალისტის საცოლეს განუცხადეს, რომ ჰაშქაჯი უკვე წავიდა. ჟურნალისტის ოჯახი და მეგობრები ვარაუდობენ, რომ ჯამალ ჰაშქაჯი საუდის არაბეთის საკონსულოშია მოკლული.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს