რუსთავში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო ბანერები წითლად შეღებეს და რუსულ ენაზე წარწერა - КГБ გააკეთეს

რუსთავში, გაერთიანებული ოპოზიციის ოფისებზე განთავსებული პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო ბანერები წითლად შეღებეს.

ამ დროისთვის დაუდგენელმა პირებმა ბანერებზე წითელი საღებავით რუსულ ენაზე წარწერა -КГБ გააკეთეს.

გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ მსგავს ფაქტს რუსთავში, ყველა ოფისში ჰქონდა ადგილი, შეღებილია სტენდებზე განთავსებული სააგიტაციო მასალებიც. მათივე ინფორმაციით, არსებობს სათვალთვალო კამერები, რომლის ჩანაწერის ამოღების შემდეგაც იმ პირების იდენტიფიცირება მოხდება, ვინც დანაშაული ჩაიდინა.

გაერთიანებულ ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ ფაქტში მმართველი პარტიის ხელწერა ჩანს. ოპოზიციურ გაერთიანებას „ძალა ერთობაშია" ამ დრომდე საგამოძებო უწყებისთვის არ მიუმართავს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს