კახა კალაძე  მირზა სუბელიანზე - ვიღაც დაკავებული, გაბოროტებული ადამიანი რაღაცას საუბრობს, ამაზე დასკვნებს ვერ გამოვიტანთ

ვიღაც დაკავებული, გაბოროტებული ადამიანი რაღაცას საუბრობს, ამაზე დასკვნებს ვერ გამოვიტანთ, - ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სადაც სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი ფიგურირებს.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ „ზოგიერთ მავნებელ პოლიტიკურ ძალას სურს ქვეყანში არეულობის მოწყობა“.

კახა კალაძე ყველას მოუწოდებს, არავინ გაბედოს კანონს მიღმა რაიმე ნაბიჯების გადადგმა, თორემ „ყველა სათითაოდ აგებს პასუხს, ქვეყნის, საზოგადოების და რა თქმა უნდა, კანონის წინაშე“.

„ამ ადამიანს, რომელიც არის ყოფილი მაღალჩინოსანი და დღეს ციხეში ზის კონკრეტულ საქმეზე, კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებით, თუ გააჩნდა რაიმე ამდაგვარი ჩანაწერები და ინფორმაციები მას შეეძლო აქამდეც წარმოდგინა საზოგადოებისთვის, ეთქვა მოსახლეობისთვის. მგონია, რომ აუცილებელია გამოძიების დაწყება ყველა იმ ნასაუბრებზე, რაც მან წარმოთქვა. ასევე აუცილებელია მოხდეს გამოძიება თუ ვინ დააშანტაჟა ის კონკრეტული ადამიანი, ვინც დაავალდებულეს, რომ ეს საუბრები ჩაეწერა, გაეკეთებინა და გამოეტანა. აუცილებლად პასუხი უნდა გაეცეს ყველა კითხვას. ამ ყველაფერს უკავშირებენ საპრეზიდენტო არჩევნებს, მე გონია, რომ საერთოდ კავშირში არ არის საპრეზიდენტო არჩევნები ამ პროცესებთან. თუ ვინმეს რაიმე გადაცდომა აქვს, მთელი სიმკაცრით და კანონის ფარგლებში უნდა მოეთხოვოს პასუხი, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ზოგიერთ მავნებელ პოლიტიკურ ძალას სურს ქვეყანში არეულობის მოწყობა. არავინ არ გაბედოს კანონს მიღმა რაიმე ნაბიჯების გადაგმა, თორემ ყველა სათითაოდ აგებს მკაცრად პასუხს, ქვეყნის წინაშე საზოგადოების წინაშე და რა თქმა უნდა, კანონის წინაშე“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, გუშინ ვითომ საპროტესტო აქციები გამართა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და 10-10 კაცი ჰყავდათ გამოყვანილი ყველა ქალაქში, ცდილობენ ფონი შექმნან, რომ რაღაც უბედურება ხდება.

„თუ რამე კონკრეტული დანაშაული აქვთ კონკრეტულ პირებს, მათ უნდა მოვთხოვოთ და კანონის წინაშე ვაგებინოთ პასუხი. ამიტომ გამოძიება უნდა ჩატარდეს და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. ახლა ვიღაც დაკავებული, გაბოროტებული ადამიანი რაღაცას საუბრობს, ამაზე დასკვნებს ვერ გამოვიტანთ, ამას სჭირდება გამოძიება, რომელმაც უნდა დაადგინოს ყველაფერი“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, „რუსთავი 2“-მა ორი დღის წინ სავარაუდოდ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის აუდიო ჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომანიის ინფორმაციით, ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და მასთან ერთად საკანში „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი იმყოფება.

ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო