მირზა სუბელიანი - ბოლომდე მწირავენ... მე ხომ პირობა მივიღე ერთ წელზე

ხელისუფლებამ „ნაცების“ თამაში თუ დაიწყო, მიიღებენ ამ თამაშზე პასუხს“, - ამის შესახებ სავარაუდოდ, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი ფარულ ჩანაწერში აცხადებს, რომელსაც თავად პროკურატურა ავრცელებს.

აღნიშნულ ჩანაწერშიც სუბელიანი, სავარაუდოდ, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს ესაუბრება და მოზარდების მკვლელობის საქმეზე აცხადებს, რომ ციხეში ერთი წლით ჩასმის პირობა მიიღო.

„მე ამ სახელმწიფოს შევწირე ჩემი ცხოვრება და მე რა მივიღე საბოლოოდ? ბოლომდე მწირავენ. ვზივარ სამარტოო საკანში და ლამისაა გამ...ე. სასამართლო რას გადაწყვეტს?! მე როგორც ვიცი, ჩემი საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილია. ბოლომდე უნდა ბიჭო გამწირო?! არ არის ეს სწორი... გეუბნები რა, მე რაც გავაკეთე მაგათთვის, ვინ იზამდა სხვა და რა მივიღე? სასამართლო რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს მეც ვნახავ, შენც და ყველა... გამწირეს და რას მეუბნები, არ არის ასე? მე ხომ პირობა მივიღე ერთ წელზე“, - ამბობს სუბელიანი, რაზეც ვიქტორ ჯაფარიძე პასუხობს: „შენ პირობა მიიღე იმაზე, რომ არავინ დაგჩაგრავდა“.

„ვიცი რომ მსუბუქი დანაშაული გაქვს ჩადენილი და ამ კუთხით ერთ წელზე მეტს არავინ მოგცემს, რომელი მოსამართლე, რომელი ჭკუათმყოფელი ადამიანი“, - ეუბნება ჯაფარიძე სუბელიანს.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ