ირმა ინაშვილი - გაიღვიძა პრეზიდენტმა?! კარგია

გაიღვიძა პრეზიდენტმა?! კარგია, - ასე ეხმაურება "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც მთავრობის სხდომის მოწვევას ითხოვს.

ირმა ინაშვილი ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადების იმ ნაწილს, სადაც გიორგი მარგველაშვილმა თქვა, რომ "ზაზა სარალიძე ირინა ენუქიძის მსგავსად ჩვენი შვილების სიცოცხლეს იცავს".

"გაიღვიძა პრეზიდენტმა? კარგია. მე ვამბობდი და ახლაც ვამბობ, შეკითხვები არ უნდა დარჩეს. სარალიძის და ხორავას საქმე უნდა იყოს გამოძიებული. ჩვენს ქვეყანაში არის ასეთი ტენდენცია, რომ იწყება გამოძიება და უსასრულოდ გრძელდება. თუ დაიწყებენ გამოძიებას, დროულად უნდა იყოს გამოძიებული და არ უნდა გახდეს საჭირო, რომ შვილმკვდარი მამა გავიდეს ქუჩაში", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს