იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ნატო ჩხეიძე გელა მიქაძემ შეცვალა

პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე დეპუტატი ნატო ჩხეიძე გელა მიქაძემ შეცვალა.

გელა მიქაძე კომიტეტმა დღეს ხმათა უმრავლესობით აირჩია.

ნატო ჩხეიძეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ კვოტით ეკავა. როგორც ცნობილია, ნატო ჩხეიძემ აღნიშნული ფრაქცია დატოვა და პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით აგრძელებს საქმიანობას.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს