მაია ცქიტიშვილი - სანდრო გირგვლიანი იყო იმ სისტემის მსხვერპლი, რომლის ავტორი და დამცველი ახლანდელი ოპოზიციაა

„ირინა ენუქიძის და ზაზა სარალიძის შედარება მხოლოდ და მხოლოდ იმ თვალსაზრისით შეიძლება, რომ ორივე ამ ადამიანმა განიცადა უდიდესი ტრაგედია, ორივემ დაკარგა შვილი, მაგრამ ამ ორი საკითხის ერთმანეთთან შედარება არის ნამდვილად დიდი ცინიზმი,” - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. მისი შეფასებით, გირგვლიანი იყო იმ სისტემის მსხვერპლი, რომლის ავტორიც ახლანდელი ოპოზიციაა. მისივე თქმით, ხორავას ქუჩის საქმის შემთხვევაში მოზარდების ჩხუბთან გვაქვს საქმე, რომელზეც სახელმწიფოს სრული რეაგირება ჰქონდა.

„სანდრო გვირგვლიანი იყო სისტემის მსხვერპლი, სწორედ იმ სისტემის, რომლის ავტორი, დამცველი და ხელის დამფარებელიც, ახლანდელი ოპოზიციაა, რომელიც ახლა ცდილობს ზაზა სარალიძის ტრაგედია გააიგივოს სანდრო გირგვლიანის თემასთან. ეს მაშინ, როდესაც ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მოზარდების ჩხუბთან, ძალიან სამწუხარო და ძალიან ტრაგიკულ შემთხვევასთან, რომელიც მთელი ჩვენი საზოგადოების ტრაგედიაა, მაგრამ ზაზა სარალიძის, ხორავას ქუჩის შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ სახელმწიფოს მხრიდან სრული რეაგირება, ვნახეთ მათ შორის ისიც, რომ დაკავებულები არიან არამხოლოდ ის დამნაშავეები, რომლებიც უშუალოდ მკვლელობაში არიან ბრალდებულები, არამედ დანაშულის დაფარვაზეც უკვე ბრალდებულია რამდენიმე პირი. შესაბამისად, ეს ორი თემა ერთმანეთთან არ შეიძლება შედარდეს და ეს არის უბრალოდ პოლიტიკური სპეკულაცია“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს