მაია ცქიტიშვილი „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე - შემაშფოთებელია რეალობის ინსცენირების ის მცდელობები, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში გვესმის

შემაშფოთებელია რეალობის ინსცენირების ის მცდელობები, რომელიც „ომეგა ჯგუფისგან“ ბოლო პერიოდის განმავლობაში გვესმის, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

„ყველამ დავინახეთ, რომ ეს არის სერია მოდელირებული რეალობის, იმ სურვილის, რომელიც კიდევ ერთხელ ჩავარდა. ძალიან კარგად ვიცით, რომ არც წამება, არც ბიზნესის დაყაჩაღება და დატერორება საქართველოში არ ხდება. ჩვენ გვქონდა დრო, როდესაც 300 ათასი პრობაციონერი გვყავდა და ეს არ არის მხოლოდ ციფრები, ეს არის 300 ათასი ოჯახი; როდესაც ღამის საათებში სახელმწიფოს თუ სხვადასხვა მოხელეს ჩუქნიდნენ ქონებას. ყოველგვარი ჩანაწერების და მედიასაშუალებების ძალისხმევის გარეშე ყველამ იცის, რომ დღეს ეს რეალობა არ გვაქვს“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს