ნინო ლომჯარია - მირზა სუბელიანმა განაცხადა, რომ  მასზე ზეწოლის განხორციელება შეუძლებელია

მირზა სუბელიანმა განაცხადა, რომ მასზე ზეწოლის განხორციელება შეუძლებელია, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, სუბელიანს კითხვები გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებითაც დაუსვა, თუმცა ბრალდებულს ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ სურს.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, იცოდა, თუ არა მირზა სუბელიანმა, რომ მიმდინარეობდა საუბრის ჩაწერა, რომელიც შემდეგ მედიაში გავრცელდა, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ კონკრეტულ კითხვებზე პასუხები არ ყოფილა და სუბელიანს არც აქვს სურვილი, რომ ამაზე ომბუდსმენმა საჯაროდ ისაუბროს.

იხილეთ ვიდეო: მირზა სუბელიანი ციხეში ომბუდსმენმა მოინახულა

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს