ვიქტორ ჯაფარიძე - ჩემი და მირზა სუბელიანის საუბრის შინაარსი გიორგი გახარიას გადავეცი

ჩემი და მირზა სუბელიანის საუბრის შინაარსი ბატონ გიორგი გახარიას გადავეცი, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეჭვიც არ ჰქონია, რომ აღნიშნული საუბრის ჩაწერა მიმდინარეობდა. დეპუტატის განმარტებით, პენიტენციურ დაწესებულებაში მირზა სუბელიანის და მისი ოჯახის წევრების თხოვნით მივიდა.

„სუბელიანი მთხოვდა, რომ მას ჰქონდა ამ ქვეყნის წინაშე დამსახურება და რომ მას ისეთი დანაშაული არ მიუძღვის, რომ მჯდარიყო საბრალდებო სკამზე. მე მომიწია ბატონ გიორგი გახარიასთან შეხვედრა და გადავეცი ის სათქმელი, რაც მირზამ მთხოვა. მირზას ვეუბნებოდი თუ რატომ ნერვიულობდა, რადგან დანაშაულის დაფარვა მაქსიმუმ 2-წლიან სასჯელს ითვალისწინებს. გახარიამ მითხრა, რომ არსებობს კანონი და სასამართლო, რასაც სასამართლო გადაწყვეტს ისე იქნებაო“, - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

იხილეთ ვიდეო: "ბატონ გიორგი გახარიას გადავეცი ჩემი და მირზა სუბელიანის საუბრის შინაარსი" - ვიქტორ ჯაფარიძე

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს