„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე ყოფილი ხელისუფლების 3 მაღალჩინოსანი პასუხისგებაში მისცეს

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე პროკურატურამ ყოფილი ხელისუფლების სამი მაღალჩინოსანი პასუხისგებაში მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. კურიერის ინფორმაციით, ბრალი კუდ-ის ყოფილ ხელმძღვანელებს წაუყენეს.

„საქართველოს პროკურატურა ეჭვქვეშ აყენებს სკოტლანდ იარდის გამოძიებას, რომელმაც საქმე 10 წლის წინ გამოიძია და დაადგინა, რომ პატარკაციშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა და მკვლელობა არ განხორციელებულა.

ამ საქმეში მთავარი მტკიცებულება 2007-2008 წლებით დათარიღებული აუდიოფაილია. საუბრის ჩანაწერის ექსპერტიზა პროკურატურის მოთხოვნით სამხარაულის ბიურომ 2016 წელს ჩაატარა. თაროდან ეს საქმე დღეს ჩამოიღეს. კურიერთან ბრალდებულ რევაზ შიუკაშვილის ადვოკატმა, ქეთი მირიანაშვილმა, ისაუბრა, რომლის თქმითაც, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის წაყენებული ბრალდება აბსურდულია. იურისტი ვარაუდობს, რომ პროკურატურას ხმაურიან საქმეზე ბრალის წარდგენა ბოლო დროის სკანდალებიდან საზოგადოების ყურადღების გადასატანად დასჭირდა“, - აღნიშნულია ტელეკომპანიის ინფორმაციაში.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ გრძნობს და თვლის, აღნიშნული ბრალი დაფუძნებულია ე.წ. მტკიცებულებებზე, რომელიც 2007-2008 წლებში არის, ვითომდა, ჩაწერილი. აქ არის გარკვეულ ჩანაწერებზე საუბარი, რომლის ავთენტურობაც დიდი ეჭვის ქვეშ დგას. აღნიშნულთან დაკავშირებით გაკეთებულია ექსპერტიზებიც სამხარაულის ეროვნულ ბიუროში 2016 წელს და რატომღაც აღნიშნული საქმე ამდენი წლის განმავლობაში პროკურატურაში თაროზე შემოდებული იყო. დღესდღეობით, როდესაც გაუჭირდა ხელისუფლებას, ან პროკურატურას, არის ე.წ. შემოგდებული საქმე გარკვეული თემების გადასაფარად. დავუშვათ, რომ აღნიშნული ჩანაწერები არის ავთენტური, ამ შემთხვევაშიც ჩანაწერებში არ იკვეთება დანაშაულის გარკვეული ნიშნები, ვინაიდან ყველა იურისტმა იცის, რომ მომზადებას უნდა მოჰყვებოდეს გარკვეული ქმედებები,“ - განაცხადა ადვოკატმა, ქეთი მირიანაშვილმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

„ინტერპრესნიუსი“ აღნიშნულ საკითხზე მთავარ პროკურატურას დაუკავშირდა, სადაც დღეს კომენტარი არ გააკეთეს და აღნიშნეს, რომ განცხადება ხვალ გაკეთდება.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია