ნატო ჩხეიძის ინფორმაციით, „იბერიამ“ მაუწყებლობა შეწყვიტა

ტელეკომპანია „იბერიამ“ მაუწყებლობა შეწყვიტა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტელეკომპანიის დამფუძნებელმა, ნატო ჩხეიძემ დაწერა. მისი თქმით, ხელისუფლებამ მიზანს მიაღწია. ნატო ჩხეიძის მიერ გავრცელებულ განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

„დღეს ტელეკომპანია “ იბერიამ” შეწყვიტა მაუწყებლობა. ხელისუფლებამ მიზანს მიაღწია. გადაუკეტა სასიცოცხლო არტერია და გაჩერდა “იბერია”. მაგრამ... მედიასთან დაპირისპირება ცუდად შეუტრიალდება ოცნების ხელისუფლებას. საკუთრებასთან დაპირისპირება ცუდად შეუტრიალდება ოცნების ხელისუფლებას. მშრომელ და პროფესიონალ ხალხთან დაპირისპირება ცუდად შეუტრიალდება ოცნების ხელისუფლებას. არ ელოდებიან კი... ვერ წარმოუდგენიათ კი... სულ ტყუილად არ ელოდებიან!..სულ ამაოდ ვერ წარმოუდგენიათ!..“, - წერს ნატო ჩხეიძე.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს