ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციების ძალაში შესვლამდე, „დელუქს დეველოპმენტი“ ბინის შეძენის მსურველებს იპოთეკურ სესხთან დაკავშირებით კონსულტაციებს სთავაზობს

1-ელ ნოემბრამდე, სანამ ბანკიდან კრედიტის გაცემასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები ძალაში შევა, დეველოპერული კომპანია „დელუქს დეველოპმენტი“ ბინის შეძენის მსურველებს, იპოთეკურ სესხთან დაკავშირებით კონსულტაციებს სთავაზობს.

კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ „დელუქს დეველოპმენტის“ გაყიდვებისა და მარკეტინგის უფროსმა ლაშა ბაკურაძემ განუცხადა, იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციების შესახებ ჯერ დადასტურებულად ცნობილი არ არის, კომპანიას ბინის შეძენის მსურველებთან აქტიური კომუნიკაცია აქვს და აფრთხილებს, რომ შემოსავლების დადასტურებასა და თანამონაწილეობის პროცენტულ მაჩვენებელთან დაკავშირებით შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები შევიდეს ძალაში, რაც მათ აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ და თუ ამ მხრივ გარკვეულ სირთულეებს ხედავენ, უძრავი ქონება 1-ელ ნოემბრამდე შეიძინონ.

„ჩვენ სამშენებლო სამუშაოებს ჩვეულ რიტმში ვაგრძელებთ. ერთი, რაც „დელუქს დეველოპმენტში“ ბინის შეძენის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, არის ის, რომ 1-ლი ნოემბრიდან სესხის გაცემასთან დაკავშირებით საბანკო რეგულაციები იცვლება. რაც შეეხება აღნიშნულის დეველოპერებთან კავშირს, ჩვენი ბინების შეძენის მსურველებს შესაძლოა, სირთულეები იმ მხრივ შეექმნათ, რომ ყოველთვიურად გადასახდელი თანხა გარკვეულ პროცენტულ მარჟაში უნდა ჩაჯდეს, რაც, შესაძლოა, მათთვის დისკომფორტი იყოს. მაგალითად, თუ აქამდე, 1000-2000 ლარამდე დადასტურებულ თუ დაუდასტურებელ შემოსავალზე სხვადასხვა პროცენტული მაჩვენებელი იყო დასაგეგმი, ახლა უკვე, რეგულაციების მიხედვით ეს იცვლება და ცოტა რთულდება. აღნიშნული სირთულე მაგალითად, იმაში მდგომარეობს, რომ ბინის შეძენის მსურველები, ძალიან ბევრნი ემიგრანტები არიან, რომელთაც დადასტურებული შემოსავალი არ აქვთ, გზავნილებზე არიან დამოკიდებული და ამასთან დაკავშირებით, რეგულაციები როგორ დაწესდება ჯერჯერობით, სრულად ინფორმირებულები არ ვართ.

მიუხედავად ამისა, ჩვენ ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს ბანკის თანამშრომლებთან და ვიცით, რომ თუკი ჩვენი ბინების მომავალი მესაკუთრეები ნოემბრამდე გადაწყვეტენ სესხის აღებას, ამის საშუალება შეიძლება უფრო სხვა და უკეთესი პირობით მიეცეთ, ნოემბრის შემდეგ რა იქნება, ჯერჯერობით, ეს ჩვენთვისაც არ არის ბოლომდე ნათელი“, - განმარტა ლაშა ბაკურაძემ.

ამასთან, ლაშა ბაკურაძის თქმით, კომპანიაში არსებობს იმის მზაობაც, რომ მათი ბინების მომავალი მესაკუთრეები დაცულები იქნებიან და პრობლემები არ შეექმნებათ არც მაშინ, თუ უძრავი ქონების შესაძენად სესხს ნოემბრამდე ან რეგულაციების ამოქმედების შემდეგ აიღებენ.

რაც შეეხება ბინის შეძენისას კომპანიის თანამონაწილეობის პროცენტული მაჩვენებლის შესაძლო გაზრდის საკითხს, „დელუქს დეველოპმენტის“ გაყიდვებისა და მარკეტინგის უფროსი განმარტავს, რომ თუ ახლა თანამონაწილეობის პროცენტული მაჩვენებელი 30%-ს შეადგენს, რეგულაციების ამოქმედების შემდეგ შეიძლება, ის 50%-60%-მდე გაიზარდოს და საკრედიტო სისტემის გადაწყობა სწორედ ამ ცვლილებაზე მოუწევთ.

„კონკრეტულად, ჩვენთან, „დელუქს დეველოპმენტში“, როცა ბინის ღირებულების 30% ბინის შეძენის მსურველს 0%-იანი შიდა განვადებით უნდა დაეფარა და ბინის მშენებლობის დასრულების შემდეგ საფასურის 70%-ის გადახდა იპოთეკური სესხით უნდა მომხდარიყო, რეგულაციების ამოქმედების შემთხვევაში, შეიძლება ეს მაჩვენებელი შეიცვალოს, სავარაუდოდ, მსესხებლებს მოუწევთ შემოსავლის დადასტურება ან თავიანთი შემოსავლის რაღაც დონეზე მაინც აღწერა“, - აღნიშნა ლაშა ბაკურაძემ.

მისივე თქმით, ბანკებთან კომუნიკაციით კომპანია ცდილობს, რომ სესხის აღება და „დელუქს დეველოპმენტში“ ბინის შეძენა ისეთივე მარტივი დარჩეს, როგორიც ახლაა. გარდა ამისა, მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, კომპანია მზად არის, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სესხით ბინის შეძენის ახლანდელი და სამომავლო პირობების შესახებ განუმარტოს.

ცნობისთვის, დეველოპერული კომპანია „დელუქს დეველოპმენტი“ 2015 წელს დაარსდა და რამდენიმე პროექტი უკვე განახორციელა, სადაც ბინები სრულად რეალიზებულია. რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, კომპანია სამშენებლო სამუშაოებს ამჟამად, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე „დელუქს ისანისა“ და დიდ დიღომში „დიღომი აპარტოტელის“ დასასრულებლად ატარებს. ორივე პროექტში ბინების 80% უკვე გაყიდულია, დარჩენილი ბინების შესაძენად კი კომპანია მზად არის, თითოეული მომხმარებლის სურვილი ინდივიდუალურად განიხილოს.

(R)

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია