ქუთაისის შემოვლითი გზის ახალი 41,3-კილომეტრიანი ორი ზოლის მშენებლობა იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქუთაისის შემოვლითი გზის ახალი 41,3 კილომეტრიანი ორი ზოლის მშენებლობას იწყებს. ამასთან დაკავშირებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და მინისტრის მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ სამშენებლო კომპანიებს აღნიშნული პროექტის სატენდერო პირობები გააცნეს.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, აღნიშნულ პროექტს სრულად დააფინანსებს სახელმწიფო და მისი ბიუჯეტი 200 მილიონ ლარს შეადგენს. მისივე ინფორმაციით, ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება და კომპანიებს 30-დღიანი ვადა მიეცემათ იმისათვის, რომ თავიანთი შეთავაზებები წარადგინონ.

"სახელმწიფო ბიუჯეტით ხდება უმნიშვნელოვანესი პროექტის დაფინანსება. საუბარია ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის ორი ზოლის მშენებლობაზე. შეიძლება ითქვას, რომ ეს პროექტი გარკვეულწილად არის უპრეცედენტო, ვინაიდან 41 კილომეტრიან გზაზეა საუბარი. ამის საჭიროება განაპირობა მონაკვეთის მნიშვნელობამ. ინტენსიური მოლაპარაკებები იყო სხვადასხვა დონორ ორგანიზაციასთან, თუმცა ეკონომიკური პარამეტრების და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, მათი მხრიდან დაფინანსება ვერ იქნა წარმოდგენილი და სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად დააფინანსებს ამ პროექტს. საუბარია საორიენტაციოდ 200 მლნ ლარზე, რომელიც ოთხ ლოტად იქნება წარმოდგენილი. დღეს სწორედ ამ ტენდერთან დაკავშირებით შესაბამისი პირობებისა და მოთხოვნების გაზიარება მოხდება. აღნიშნული ორი ზოლის დასრულება 2020 წლის შემოდგომისთვის არის დაგეგმილი", - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი არსებული ორზოლიანი გზა 2014 წლის ნოემბერში გაიხსნა და ამ მონაკვეთზე მომხდარი ხშირი ავტოსაგზაო შემთხვევების გამო მალევე მისი გაცალმხრივება მოხდა. ახალი პროექტის მიხედვით, ქუთაისის შემოვლითი გზის მონაკვეთზე მოძრაობა ორივე მიმართულებით გახდება ცალმხრივი.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება