კახა კალაძე - 2019 წლისთვის თბილისში კიდევ 11 საბავშვო ბაღი აშენდება

2019 წლისთვის თბილისში კიდევ 11 საბავშვო ბაღი აშენდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, მიმდინარე წელს 10 საბავშვო ბაღი ააშენეს, თუმცა მისივე თქმით, ეს საკმარისი არ არის.

"ჩვენ ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული სკოლამდელი აღზრდის მნიშვნელობა, მითუმეტეს, რომ სახელმწიფოს მიერ მისი უზრუნველყოფა კონსტიტუციით აქვს განსაზღვრული. ჩვენ გვესმის, რომ ყოველწლიურად ბევრი მშობელი ელოდება მოხვდება თუ არა მისი შვილი ბაღში. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია იმიტომ, რომ ყველა მშობელს არ აქვს შესაძლებლობა, რომ თავიანთი შვილები მოხვდნენ საბავშვო ბაღებში. ეს გამოწვეულია იმით, რომ არის საბავშვო ბაღების ნაკლებობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ეს ყველაფერი.

სწორედ ამიტომ, 2019 წლისთვის თბილისს კიდევ 11 საბავშვო ბაღი დაემატება. 2019 წლის ბოლოსთვის ეს პროექტები უნდა იყოს დასრულებული.

წელს დაახლოებით 10 ბაღი აშენდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. როცა ხდება ბაღებში რეგისტრაციის გამოცხადება, მშობლები ვერ ასწრებენ რეგისტრაციას. დასწრებაზეა ეს ყველაფერი იმიტომ, რომ არ გვაქვს საკმარისი ბაღები. ბავშვები კონკრეტულ ჯგუფებში არის საკმაოდ დიდი რაოდენობით, რაც გარკვეულ უხერხულობას ქმნის. ამიტომ ბაღების მშენებლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მგონია, რომ ეს ახალი ბაღები თავისი დიზაინით და შინაარსობრივად შეესაბამება ყველა იმ სტანდარტს, რომელიც მოთხოვნილია ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ იმას, რომ მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღების მშენებლობა, რომ ჩვენ შევძლოთ და მოვახერხოთ ყველა ბავშვის და მშობლის დაკმაყოფილება. ჩვენ ამას მოვახერხებთ და გავაკეთებთ",- განაცხადა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის