იტალიის ვიცე-პრემიერი - იტალია აგრძელებს  ევროპელი პარტნიორების დარწმუნებას რუსეთისთვის დაწესებული  სანქციების აბსურდულობაში

იტალიის მთავრობა განაგრძობს ევროპელი პარტნიორების დარწმუნებას რუსეთისთვის დაწესებული სანქციების აბსურდულობაში, - ამის შესახებ იტალიის ვიცე-პრემიერმა და შს მინისტრმა მატეო სალვინიმ განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ იმაში, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები აბსურდულია. ჩვენ შევეცდებით ეს ავუხსნათ ყველა ჩვენს პარტნიორს, მათ შორის ევროპული დისკუსიების დონეზე“, - განაცხადა იტალიის შს მინისტრმა.

მატეო სალვინის თქმით, ვინაიდან იტალია ნატო-ს და ევროკავშირის წევრია, იტალია რთულ მდგომარეობაშია პარტნიორებისადმი გარკვეული ვალდებულებების გამო.

„სამწუხაროდ, აშშ-ს, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანასა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაუარესება რთულ პრობლემას წარმოადგენს, მათ შორის იტალიისთვისაც, რომელიც დამოკიდებულია წევრობაზე კონკრეტულ საერთაშორისო სტრუქტურებში, პირველ რიგში ნატო-სა და ევროკავშირში. თუმცა, ჩვენ არ გვსურს, რომ ეს დაბრკოლებას წარმოადგენდეს რუსეთთან ჩვენი ურთიერთობებისთვის“, - განმარტა მატეო სალვინიმ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს