მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში ადგილობრივებმა ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში ადგილობრივებმა გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს.

მესტიის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, მათ მერიის წარმომადგენელი უკვე შეხვდა, თუმცა მოლაპარაკება ვერ შედგა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჟორჟოლიანმა განუცხადა, მოსახლეობა დაშლას არ აპირებს და გზა ამ დრომდე გადაკეტილია.

„ამ კომპანიას ორი წლის განმავლობაში გზის რეაბილიტაციას უნდა განეხორციელებინა, თუმცა ფინანსური კრიზისის გამო ვერ მოხდა. უკვე მეორე აქციაა. ერთი კვირის წინათ იყო აქცია და მე შევხვდი მოსახელობას და ვთხოვე გაეხსნათ გზა. კომპანიამ ერთი კვირის წინ ამოიყვანა ტექნიკა, ახლა მობილიზებას ვახდენდით, მაგრამ მოსახლეობა მაინც გამოვიდა და მაინც გადაკეტა გზა. არ სჯერათ, რომ რამე გაკეთდება, იმიტომ რომ ორი წელიწადი იმის მოლოდინში იყვნენ, რომ რამე გაკეთდებოდა. კომპანია დღეს უკვე დაიწყებს მუშაობას“, - განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

აღნიშნული გზის რეაბილიტაციას კომპანიას „ჩელიაბინსკი“ ახორციელებს.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება