სალომე ზურაბიშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სალომე ზურაბიშვილის შტაბიდან აცნობეს, შეხვედრისას კანდიდატმა აუდიტორიას საკუთარი ხედვები და პრიორიტეტები გააცნო.

„ეს იყო ძალიან კარგი საშუალება, რომ წარმედგინა ჩემი „პროგრამა“. მე, პრეზიდენტისთვის არ მიყვარს სიტყვა პროგრამის გამოყენება, რადგან ეს უფრო სამთავრობო სიტყვაა.

დღევანდელი შეხვედრა ეხებოდა ჩემი, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის ხედვებისა და პრიორიტეტების წარდგენას.

ამ შეხვედრაზე წარვადგინე ყველა ის საკითხი, რომლებზეც რეგიონებში გამოსვლის პროცესში ვსაუბრობდი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი