რუსთავში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა

რუსთავში, ერთ-ერთი მშენებარე კორპუსის მეოთხე სართულიდან მუშა გადმოვარდა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი რუსთავიდან იუწყება, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციის დეპარტამენტის უფროსის, პაატა პაატიშვილის განცხადებით, 47 წლამდე ასაკის მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

"პაციენტის მდგომარეობა საავადმყოფოში შემოყვანისას იყო კრიტიკული, სახეზე იყო მარცხენა ქვემო კიდურის ღია მოტეხილობა, მასიური სისხლის დენითა და დანაკარგით, არასტაბილური ჰერმოდინამიკური მაჩვენებლებით. პაციენტის მდგომარეობა რჩება მძიმე და იმყოფება მართვით სუნთქვაზე", - განუცხადა პაატა პაატიშვილმა „ინტერპრესნიუსს“.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს