სოფიო კილაძე - პრეზიდენტი  აპოკალიფსის დახატვას ცდილობს, მთავრობა ვალდებული არ არის მის მოთხოვნებს ანგარიში გაუწიოს

მთავრობა ვალდებული არ არის, პრეზიდენტის მოთხოვნებს ანგარიში გაუწიოს, პრემიერ-მინისტრის დისკრეციული უფლებამოსილებაა, მოიწვევს თუ არა მთავრობის სხდომას პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ საკითხებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმტა სოფიო კილაძემ განუცხადა.

„კონსტიტუციით პრეზიდენტი უფლებამოსილია კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე დისკუსიის გამართვა მოითხოვოს, მაგრამ კონსტიტუციაში არ წერია, რომ მთავრობა ვალდებულია პრეზიდენტის ამ უფლებამოსილებას ანგარიში გაუწიოს. მთავრობის პრეროგატივაა, რამდენად გაუწევს ანგარიშს პრეზიდენტის მოთხოვნას. მთავარია, რომ პრეზიდენტი არ არის მთავრობის მეთაური. მთავრობას თავისი ხელმძღვანელი ჰყავს, ხოლო პრეზიდენტს თავისი უფლებამოსილებები გააჩნია“, - განუცხადა ჟურნალისიტებს სოფიო კილაძემ.

კილაძემ აქვე დასძინა, რომ პრეზიდენტი მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით აპოკალიფსის დახატვას ცდილობს და ამ თვალსაზრისით პოლიტიკური ინტერესი გააჩნია. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ შავი პიარის ნაწილია.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს