გიგი უგულავა - სალომე ზურაბიშვილი არის წითელი ხაზი, რომელიც „ოცნებამ“ გადაკვეთა - უამრავი ადამიანი ჯანსაღად უყურებს ამ პროცესს და მათ დატოვეს „ქართული ოცნება

„ქართული ოცნების“ აქტივისტები, კოორდინატორები და ზონის უფროსები სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში მუშაობაზე უარს ამბობენ და „ევროპულ საქართველოს“ უერთდებიან, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ლანჩხუთში განაცხადა.

„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, უგულავას ბრიფინგს „ქართული ოცნების“ ყოფილი მხარდამჭერებიც ესწრებოდნენ.

„სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერა ამ და უამრავი ადამიანისთვის აღმოჩნდა სირცხვილი. ზურაბიშვილი არის წითელი ხაზი, რომელიც „ოცნებამ“ გადაკვეთა. უამრავი ადამიანი ძალიან ჯანსაღად უყურებს ამ პროცესს და მათ დატოვეს „ქართული ოცნება“. მე მინდა მივმართო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს: ნუ გავიხდით სამომავლოდ საქმეს ისე, რომ საკუთარ სინდისთან გასამართლებელი გვქონდეს გადაწყვეტილება. ეს არის ნამუსთან კომპრომისზე წასვალა, ეს არის ყველა იმ ეროვნული ინტერესის ფეხქვეშ გათელვა, რომლითაც საქართველო მოსულია დამოუკიდებელ ქვეყანად. მე დარწმუნებლი ვარ ძალიან ბევრი ადამიანი იტყვის - არა სალომე ზურაბიშვილს,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს