ადვოკატი - ჩანაწერში, სადაც ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის შესახებ არის საუბარი, ლევან ქარდავა არ მონაწილეობდა

პატარკაციშვილის მკვლელობის შესახებ, სადაც არის საუბარი, იქ ლევან ქარდავა არ მონაწილეობდა. ქარდავა სადაც მონაწილეობს, იქ საერთოდ არ არის მკვლელობაზე საუბარი, - ამის შესახებ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულ ლევან ქარდავას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ადვოკატის თქმით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე, ლევან ქარდავა წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოა, რაზეც ბევრი ფაქტი მიანიშნებს.

„ლევან ქარდავასთვის ხმის ნიმუში არ აუღათ. ექსპერტიზა, რომელიც ჩატარდა, არ არის სინამდვილე და ობიექტური. ექსპერტიზა ჩატარდა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში, მატუშევსკაიას მიერ, იქ სადაც ყველა დასკვნა ყალბდება თითქმის ყველა საქმეზე. ყალბი დასკვნაა გაცემული რობაქიძის საქმეზე სწორედ ამ ექსპერტიზის მიერ და ასევე უამრავ სხვა საქმეზე.

ამ ჩანაწერში არ არის დანაშაულის შემადგენლობა. იქ არის საუბარი, რომ ჩეჩნებს რაღაც საწამლავი აქვთ, რომელიც ორ-სამ დღეში კლავს. მერე რა. იმ ჩანაწერში არ არის, რომ ეს უნდა გამოიყენონ პატარკაციშვილის, პეტრეს თუ პავლეს მოსაკლავად“, - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

საქართველოს პროკურატურის მიერ გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი, - ამის შესახებ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი მერაბაშვილი, მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ლევან ქარდავა-ს და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროსს რევაზ შიუკაშვილს კი წარედგინათ ბრალდებები.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია