ბაკურიანში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

დაბა ბაკურიანში ახალი და მშენებარე ტურისტული ობიექტებისთვის წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები სრულდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით და ტექნიკური პირობის მიხედვით, დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე, 700 მეტრის მონაკვეთზე წყლის მილი დამონტაჟდა. შედეგად, ახალ დასახლებას უწყვეტი წყალმომარაგება ექნება. აღნიშნულ ტერიტორიაზე წყალმომარაგების სისტემა დღემდე არ არსებობდა.

სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბაკურიანის სერვის ცენტრის თანამშრომლებმა განახორციელეს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს