მესტიაში, სოფელ ბეჩოში ადგილობრივებმა გადაკეტილი გზა  გუბერნატორის მოადგილის ნინო ვიბლიანის მისვლის შემდეგ გახსნეს

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში, ადგილობრივებმა გადაკეტილი გზა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის ნინო ვიბლიანის მისვლის შემდეგ გახსნეს. როგორც ნინო ვიბლიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მათ შორის მოლაპარაკება შედგა და აქცია დაიშალა.

„გზა იმ პირობით გახსნეს, რომ ორ დღეში მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდება. გზის რეაბილიტაცია, რომელიც 3 700 კმ-ია, დაიწყება. უკვე ამოყვანილია ტექნიკა, თუმცა ეს არ არის საკმარისი. რაც შეეხება რეაბილიტაციის დასრულების ვადებს, კომპანიამ სამუშაოები 20 ნოემბერს უნდა დაასრულოს“, - აღნიშნა ვიბლიანმა.

ბეჩოში, მესტია-ზუგდიდის დამაკავშირებელი გზა დილიდან გადაკეტილი იყო. აქციის მონაწილეები გზის რეაბილიტაციას ითხოვდნენ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს