ნინო ლომჯარია - სურამის ფსიქიატრიული დაწესებულება ერთადერთი არ არის, აუცილებლად გავაგრძელებ სხვა დაწესებულებების მონიტორინგს

მიხარია, რომ ამ დაწესებულებაში ვხედავ შედეგს, რაზეც ვიმუშავეთ. შედარებაც არ შეიძლება იმასთან რაც იყო,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სურამის ფსიქიატრიული დაწესებულების სარემონტო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

ლომჯარიას თქმით, სურამის ფსიქიატრიული დაწესებულება არ არის ერთადერთი, სადაც რთული ვითარებაა, ამიტომ ის მონიტორინგის გაგრძელებას კვლავ გეგმავს.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დაწესებულებაში რემონტი მიმდინარეობს და პაციენტებს უკეთეს პირობებში მოუწევთ ყოფნა.

"გაზაფხულზე გავასაჯაროვეთ ჩვენ აქ არსებული ვითარება. დღეს ჩემი ჩამოსვლის მიზანი იყო, რომ მენახა რა ვითარებაა აქ, რა გაკეთდა და რა იგეგმება. მნიშვნელოვანი სამუშაოებია გაწეული. თუ ის ყველაფერი გაკეთდა, რაზეც დღეს იყო საუბარი და გაკეთდა დროულად, ეს იქნება წარმატებული მაგალითი. სურამის ფსიქიატრიული დაწესებულება არ არის ერთადერთი, მე პირადად, აუცილებლად გავაგრძელებ სხვა დაწესებულებების მონიტორინგს. მიხარია, რომ ჩვენმა მუშაობამ შედეგი გამოიღო. შედარებაც არ არის იმასთან რაც იყო",- განაცხადა ლომჯარიამ.

ომბუდსმენის თქმით, დაწესებულებაში რემონტი იმ თანხებით კეთდება, რომელიც გამოყოფილია, ზოგადად, აღნიშნული კლინიკისთვის.

„აღსანიშნავია, რომ ეს კეთდება იმ თანხების ფარგლებში, რაც იყო გამოყოფილი აღნიშნული დაწესებულებისთვის და რეალურად ირკვევა, რომ მონდომების და შესაბამისი ყურადღების შემთხვევაში ამ თანხებით შესაძლებელია რომ მოწესრიგდეს, თუნდაც ინფრასტრუქტურული მდგომარეობა, რაც სჭირდება ამ დაწესებულებებს. ვხედავთ, რომ ამ თანხებით შესაძლებელია ძირეული რემონტის განხორციელება და შესაძლებელია, რომ სხვაგანაც მოწესრიგდეს მდგომარება თუ სწორად იქნება თანხები გამოყენებული",- განაცხადა ლომჯარიამ.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს