შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი რუსთავში იმ ობიექტს შეისწავლის, საიდანაც მუშა ჩამოვარდა

რუსთავში იმ ობიექტს, საიდანაც მუშა ჩამოვარდა, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი შეისწავლის. აღნიშნულის შესახებ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა.

„ჩვენ მყისიერად მოვახდინეთ რეაგირება. სამაშველო ჯგუფი წასულია ობიექტის შესასწავლად და დამატებითი ინფორმაცია პირველადი მოკვლევის შემდგომ იქნება ხელმისაწვდომი", - განაცხადა ფერაძემ.

რუსთავში, ერთ-ერთი მშენებარე კორპუსის მეოთხე სართულიდან მუშა გადმოვარდა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი რუსთავიდან იუწყება, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციის დეპარტამენტის უფროსის, პაატა პაატიშვილის განცხადებით, 47 წლამდე ასაკის მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს