მაია ცქიტიშვილი - სატენდერო პროცედურების დარღვევით, ვერ გამოვაცხადებთ გამარჯვებულად ვერავის, იმის მიუხედავად ბიუჯეტი  გვაქვს თუ არა შესასრულებელი

მთავარია კანონის დაცვა, სატენდერო პროცედურების დარღვევით, ჩვენ ვერ გამოვაცხადებთ გამარჯვებულად ვერავის, იმის მიუხედავად ბიუჯეტი გვაქვს თუ არა შესასრულებელი, - ასე პასუხობს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი 2018 წლის ბიუჯეტის ათვისების შესახებ დასმულ შეკითხვას.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტით, რიკოთის გზის პროექტები მეოთხე კვარტალშია გათვალისწინებული და ამ პროექტთან მიმართებაში აბსოლუტურად არასწორია ბიუჯეტის შეუსრულებლობაზე საუბარი.

მისივე თქმით, რიკოთის სამ მონაკვეთზე, ტენდერები უკვე გაიხსნა, ამჟამად მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცედურა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დადგენილი პროცედრების დაცვით, ასევე დონორებთან გამარჯვებულად გამოვლენილი კონტრაქტორების შეთანხმება ხდება.

„ამ პროცედურების გავლის შემდეგ გაირკვევა, სამივე კონტრაქტი რამდენად შედგება. ვიმედოვნებ, რომ წლის ბოლომდეა გათვალისწინებული ამ ეტაპის დასრულება, თუმცა როგორც გითხარით, ეს არ არის მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული, ვმუშაობთ დონორებთან და კონტრაქტორებთან ერთად“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მაია ცქიტიშვილის კომენტარს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა