არასამთავრობო ორგანიზაციებმა  საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის ერთობლივი რეკომენდაციები შეიმუშავეს

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი რეკომენდაციები შეიმუშავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრიდან“ აცნობეს, არასამთავრობო ორგანიზაციების ერთ-ერთი რეკომენდაციაა საარჩევნო პროცესებში მონაწილე მხარეების მხრიდან სიძულვილის ენის გამოხატვისაგან თავის შეკავება.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ფარგლებში საარჩევნო ჯგუფის შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან წარმომადგენლებმა განიხილეს 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განვითარებული საარჩევნო პროცესები. ასევე, განიხილეს ის შუალედური ანგარიშები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოამზადეს. შეხვედრისას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეიმუშავეს შემდეგი სახის რეკომენდაციები: პრეზიდენტობის კანდიდატების მხრიდან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულელებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებებისა და ხედვების უფრო აშკარა გამოხატვა და შესაბამისად, საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა;

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან ნეიტრალურობის დაცვა და საარჩევნო პროცესებში აქტიური ჩართულობა;

საარჩევნო პროცესებში მონაწილე მხარეების მხრიდან სიძულვილის ენის გამოხატვისაგან თავის შეკავება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს