სალომე ზურაბიშვილი - სიმბოლური მნიშვნელობა ექნება, რომ ერთ-ერთი პირველი ვიზიტი მქონდეს ავღანეთში, სადაც ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან

„ჩემთვის სიმბოლური მნიშვნელობა ექნება იმას, რომ ერთ-ერთი პირველი ვიზიტი ქვეყნის გარეთ, ალბათ, უნდა იყოს ავღანეთში, სადაც დღეს იბრძვიან ჩვენი ჯარისკაცები, სადაც ღირსეულად წარმოადგენენ ჩვენს ქვეყანას”, - ამის შესახებ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ომის ვეტერანებთან შეხვედრაზე განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ვეტერანებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალური წარმომადგენელი ეყოლებათ.

„მე ვიქნები ამ ქვეყნის წარმომადგენელი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ვიქნები თქვენი წარმომადგენელი. ამდენად, ჩემთვის სიმბოლური მნიშვნელობა ექნება იმას, რომ ერთ-ერთი პირველი ვიზიტი ქვეყნის გარეთ, ალბათ, უნდა იყოს ავღანეთში, სადაც დღეს იბრძვიან ჩვენი ჯარისკაცები, სადაც ღირსეულად წარმოადგენენ ჩვენს ქვეყანას.

ჩვენ მხოლოდ ჩვენს თავს კი არ ვიცავთ, ამავე დროს ვფიქრობთ და ვართ ერთი მსოფლიოს შვილები, გვყავს ძალიან ღირსეული პარტნიორები, რომელებიც გვეხმარებიან სხვადასხვა ფორმით. თანასწორობა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენც მივიღოთ ჩვენი წილი, რაც უნდა ზოგჯერ ტრაგიკული იყოს და მე მინდა, პატივი მივაგო მათ ხსოვნას, ვინც დაიღუპნენ. ჩვენ არა მხოლოდ უნდა დავიცვათ საქართველოს დამოუკიდებლობა, არამედ საზღვრებს გარეთ გავიტანოთ საქართველოს იდენტობა, კულტურა, ფასეულობები ჩვენც რომ გაგვიცნონ მსოფლიოში, ევროპაში, როგორც ის ქვეყანა, რომელმაც საბჭოთა კავშირიდან თავი დაიხსნა, დამოუკიდებელი გახდა, რომელსაც სხვადასხვა ფორმის დახმარება სჭირდება. ასევე, ქვეყანა, რომელიც არის მათი თანასწორი და შეუძლია თანაბრად გამოვიდეს მსოფლიო არენაზე. ჩვენ გვაქვს ღირსეული და ძველი კულტურა და მსოფლიომ უნდა დააფასოს ეს. მე ვიქნები თქვენ გვერდით, თქვენ უნდა მითხრათ, თუ რა არის საჭირო, რომ მე ვიყო ღირსეული ვეტერანების პრეზიდენტი, ასევე, იმედი მაქვს, სრულიად საქართველოს პრეზიდენტი“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა ემიგრაციაში ყოფნის წლები გაიხსენა და აღნიშნა, რომ საქართველოს იმდროინდელი სამფერიანი დროშა მისთვის ყოველთვის იქნება ახლანდელი დროშის გვერდით. ზურაბიშვილის თქმით, ეს ორი დროშა განუყოფელია და საქართველოს დამოუკიდებლობას წარმოადგენს.

„მე გავიზარდე ემიგრაციაში, საფრანგეთში, სადაც სხვა ვეტერანებს ვიცნობდი, მაგალითად შეფიცულებს, რომლებიც საქართველოს ხსოვნას ატარებდნენ. სამწუხაროდ, მათი ბრძოლა გამარჯვებით ვერ დასრულდა, მაგრამ ისინი მაინც რჩებოდნენ იმ იდეის მემკვიდრეები და ძალიან მაღლა ატარებდნენ საქართველოს იმდროინდელ სამფერიან დროშას, რომელიც ჩემთვის დარჩება ყოველთვის ამ დროშის გვერდით, რადგან ეს ორი არის განუყოფელი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას წარმოადგენს ამ საუკუნეში. ეს არის ის ორი დროშა, რისთვისაც ღირს ამ ქვეყნის დაცვა და წარმოდგენა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია