გორში გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია წლის ბოლოს დასრულდება

გორში, გოგებაშვილის ქუჩაზე 1 135 236 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები მეოთხე თვეა მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, პროცესს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ. პროექტი გოგებაშვილი ქუჩის მონაკვეთის (კახნიაშვილის ქუჩიდან 26 მაისის სანაპირომდე), საკათედრო ტაძრის მიმდებარე მოედნისა და საკანალიზაციო ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოებს, რომლებსაც შპს „შარა“ აწარმოებს, ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ახორციელდება.

„უკვე მოეწყო საკანალიზაციო ქსელი, რომლის არარსებობა დღემდე პრობლემებს უქმნიდა გოგებაშვილის ქუჩის მოსახლეობას. სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება. მე-2 საჯარო სკოლასთან, რომელიც აღნიშნულ ქუჩაზე მდებარეობს, ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით მოეწყობა სიჩქარის შემზღუდავი ბარიერებიც. რამდენიმე თვეში ჩვენს ქალაქს კიდევ ერთი ლამაზი ქუჩა შეემეტება“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება