ევროკავშირის ელჩი - თუ მეკითხებით, არის თუ არა დღეის მდგომარეობით საქართველო მზად ევროკავშირის წევრობისთვის, პასუხი იქნება - არა, არ არის მზად

თუ მეკითხებით არის თუ არა დღეის მდგომარეობით საქართველო მზად ევროკავშირის წევრობისთვის, პასუხი იქნება - არა, არ არის მზად, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განუცხადა. მისი თქმით, თუ რა იქნება მომავალში, დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ განვითარდება ევროკავშირი მომდევნო წლებში.

„რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირის წევრობას, თუ მეკითხებით არის თუ არა დღეის მდგომარეობით საქართველო მზად ამისთვის, პასუხი იქნება - არა, არ არის მზად. მოგეხსენებათ, რომ ასოცირების ხელშეკრულება იძლევა ჩარჩოს, რათა საქართველო დაუახლოვდეს თავის მისწრაფებებს. ასოცირების ხელშეკრულება და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ზუსტად ამაზეა მიმართული, რომ საქართველო დაუახლოვდეს ევროკავშირს რეფორმების გატარებისა და სამუშაოს განხორციელების გზით. მოგეხსენებათ, დღეს ბრიუსელში სხვადასხვა მოსაზრებებია ევროკავშირის გაფართოებაზე. თუმცა, ერთ რამეში ერთსულოვნებაა - ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველა ინსტრუმენტი, რათა საქართველო ევროკავშირს დაუახლოვდეს. თუ რა იქნება მომავალში, დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ განვითარდება ევროკავშირი მომდევნო წლებში“, - განაცხადა ჰარცელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა