მარნეულმა მშვილდოსნობაში ჩემპიონატს უმასპინძლა

მარნეულმა მშვილდოსნობაში ჩემპიონატს უმასპინძლა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს თასის მე-3 ეტაპი მშვილდოსნობაში დიდებს, ახალგაზრდებსა და კადეტებს შორის, ქალაქ მარნეულის ცენტრალურ სტადიონზე ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სპორტული ღონისძიების დახურვას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრებოდა.

თასის გათამაშების მე-3 ეტაპის, პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ სპორტსმენებს სამახსოვრო თასები, მედლები და დიპლომები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის ჩატარების მიზანს მარნეულში, ადგილობრივ ახალგაზრდებში აღნიშნული სპორტის სახეობის პოპულარიზაცია და შემდგომი განვითარებისთვის მოტივაციის ამაღლება წარმოადგენდა.

ღონისძიებას ორგანიზებას საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაცია, ხოლო პარტნიორობას მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა უწევდა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება