მალხაზ კობაურის დედა სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე სასამართლო სხდომის დახურვას აპროტესტებს

მცხეთის რაიონულ სასამართლოში სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

სასამართლოს სხდომის დახურვით უკმაყოფილოა ბრალდებული მწყემსის დედა, მარიამ მარტიაშვილი. მისი თქმით, ბრალდებას არ აქვს შესაბამისი მტკიცებულება, რომლითაც დაამტკიცებს, რომ სმიტების ოჯახის მკვლელობა მისმა შვილმა მალხაზ კობაურმა ჩაიდინა.

„პროკურატურას მტკიცებულება არ აქვს, ჩემი შვილი არის მსხვერპლი", - განაცხადა მარტიაშვილმა.

სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე, ბარლდებულ მალხაზ კობაურთან მიმართებაში სასამართლო დღეს, აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვის თაობაზე იმსჯელებს.

შეგახსენებთ, რომ მალხაზ კობაურს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობა) აქვს წარდგენილი.

19 წლის მწყემსს ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობა ედება ბრალად.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს