ლევან იზორია - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP) მონაწილე ბატალიონების სამხედროებს ხელფასები ეტაპობრივად ეზრდებათ

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის დაარსების დღე ვაზიანის სამხედრო ბაზაზე აღინიშნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სამხედრო მოსამსახურეებს იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ მიულოცეს.

მინისტრმა სიტყვით მიმართვისას პირად შემადგენლობას იუბილე მიულოცა, სამხედრო სამსახურის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმები შეაჯამა. ლევან იზორიამ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში ერთობლივი სამხედრო სწავლებების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ყველაფერი, რასაც ჩვენ ქართულ შეიარაღებულ ძალებში თქვენთან ერთად ვაკეთებთ, ემსახურება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოებას. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს უდიდესი პროგრესი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ, ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლება, რომელიც ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ჩატარდება. ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ნატო-სთან ინტეგრაციის გზაზე. ნატო-ს უმრავლესმა წევრმა ქვეყნებმა გამოხატეს მზადყოფნა, რომ აქტიურად მიიღონ თქვენთან ერთად მონაწილეობა ამ სწავლებებში“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მან სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP) მონაწილე ბატალიონების სამხედრო მოსამსახურეებს ხელფასები ეტაპობრივად ეზრდებათ, ხოლო მომდევნო წლებში გაუმჯობესდება სხვა ქვედანაყოფების სახელფასო უზრუნველყოფაც.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თითოეული ბატალიონი, რომელიც გაივლის სწავლებას აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, განახლებულ სახელფასო უზრუნველყოფას მიიღებს. მხოლოდ წელს ამისთვის 2 მილიონი ლარის მობილიზება მოხდა. სწორედ 43-ე ბატალიონის რიგითებმა, კაპრალებმა, ოფიცრებმა მიიღეს ახალი ანაზღაურება, რომელიც 100-დან 400 ლარის ფარგლებში მერყეობს. ჩვენ ამას გავაგრძელებთ შემდეგი წლების განმავლობაში და ამ პროგრამის ფარგლებში მოიცავს 5 000 სამხედრო მოსამსახურეს, რისთვისაც 10 მილიონი ლარი იქნება მობილიზებული. სხვა დანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებიც, შემდგომი წლების განმავლობაში განახლებულ ხელფასებს მიიღებენ. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჩვენი პოლიტიკის. ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის რომ თქვენი სოციალური პირობები და სამედიცინო უზრუნველყოფაც მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

მინისტრმა ასევე, ყურადღება გაამახვილა აშშ-დან მიღებულ ოფიციალურ წერილზე, სადაც აღნიშნულია, რომ ამერიკული ასეული ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მოემზადდება.

„ჩვენ აშშ-დან ოფიცილურად აშშ-დან მივიღეთ წერილი, სადაც გამოითქვა მზადყოფნა, რომ 29 ოქტომბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით, პოლონეთში დისლოცირებული ელიტური ამერიკული ასეული ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მოემზადება. ეს დასტურია ჩვენი თანამშრომლობის დინამიკის გაფართოების, რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერების“, - განაცხადა მინისტრმა.

ღონისძიების ფარგლებში, წარმატებული სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებითა და საშტატო იარაღით დაჯილდოვდნენ. ცერემონიის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, მოწვეული სტუმრებისთვის ბრიგადის ტერიტორიაზე შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო, ჩატარდა სამხედრო მოსამსახურეებს შორის სპორტული შეჯიბრებაც. სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულ გუნდს გარდამავალი თასი თავდაცვის მინისტრმა და საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილმა გადასცეს.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო