თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში სვეტლანა ქეცბას ხსოვნის საღამო გაიმართა

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმში სვეტლანა ქეცბას ხსოვნის საღამო გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, სვეტლანა ქეცბას ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.

საღამოზე სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, რომელმაც ისაუბრა სვეტლანა ქეცბას დამსახურებაზე და წვლილზე ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის საქმეში. გამომსვლელებმა ქეცბას ცხოვრება და მოღვაწეობა გაიხსენეს. საღამო მუსიკალურად წმ. ქეთევან წამებულის ტაძრის მგალობელთა გუნდმა გააფორმა.

სვეტლანა ქეცბას 17 ოქტომბერს დაბადებიდან 85 წელი შეუსრულდებოდა. მას სიცოცხლეშივე მიენიჭა ღირსების და წმინდა გიორგის ოქროს ორდენები, დაჯილდოებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით ქართული და აფხაზური კულტურის, მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილის, ორი მოძმე ხალხის ურთიერთობების, აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და მაღალი მოქალაქეობრივი პოზიციისთვის.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს