„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, 19 ოქტომბერს, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ოქტომბერს 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1611 აბონენტს თიანეთში ლაშარის, გელოვანის, ქუსნოს, არტნის, ვაჟა-ფშაველას და მიმდებარე ქუჩებზე, 10:00-დან 18:00 საათამდე 2769 აბონენტს მცხეთის რაიონის სოფლებში: წოდორეთი, ბევრეთი, ლისი, თხინვალა, ნაფეტვრები, მუხათწყარო, ტაბარუკი და მიმდებარე სოფლებში, 10:00-დან 18:00 საათამდე 1223 აბონენტს დუშეთის რაიონის სოფლებში: ფასანაური, წითლიანი, კიტოხი, ხევშა, წიფორი, ბიბილაანი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს