ვლადიმერ პუტინი - ქერჩის კოლეჯში მომხდარი ტრაგედია გლობალიცაზიის შედეგია, ეს სოციალური ქსელებიდან და ინტერნეტიდან მოდის

ქერჩის კოლეჯში მომხდარი ტრაგედია გლობალიცაზიის შედეგია, ეს სოციალური ქსელებიდან და ინტერნეტიდან მოდის, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„როგორც ჩანს, გუშინდელი ტრაგედია, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გლობალიზაციის შედეგს წარმოადგენს. ჩვენ ვხედავთ, რომ სოციალურს ქსელებში, ინტერნეტში არსებობს გაერთიანებები, ინტერესთა კლუბები. ეს ყველაფერი ამერიკულ სკოლებში მომხდარი ცნობილი ტრაგიკული მოვლენებიდან დაიწყო“, - განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში ამავე სასწავლებლის მეოთხე კურსის სტუდენტმა ბომბი ააფეთქა, შემდეგ კი ცეცხლი გახსნა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 21 და დაშავებულია 50-ზე მეტი ადამიანი.

თავდაპირველად სისხლის სამართლის საქმე ტერაქტის მუხლით აღიძრა, თუმცა შემდეგ კვალიფიკაცია შეიცვალა და ახლა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი მომხდარს ორი ან მეტი ადამიანის მკვლელობის მუხლით იძიებს. თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს