ადვოკატ გიორგი მდინარაძის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე ხვალ სასამართლო განხილვაა ჩანიშნული

ადვოკატ გიორგი მდინარაძის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, ხვალ საქართველოს უზენაეს სასამართლოში სასამართლო განხილვაა ჩანიშნული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიდან“ აცნობეს.

ასოციაციის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით დღეს „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“ ბრიფინგი გაიმართა. საქმე ეხება 2015 წლის 8 ნოემბერს, ქალაქ თბილსის ვაკე საბურთალოს საამართველოს N5-ე განყოფილებაში პოლიციის თანამშრომლების მხრიდან პროფესიული საქმიანობის შესრულების პროცესში მყოფი ადვოკატი გიორგი მდინარაძისთვის ჯგუფური ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს.

„პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ჩადენილი ჯგუფური დანაშაულის ფაქტი დადასტურდა არაერთი კონკრეტული მტკიცებულებით, რომლებიც ქმნიდნენ შესაბამის სტანდარტს ყველა სავარაუდო დამნაშავე პოლიციელის მიმართ დაწყებულიყო გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა, თუმცა, გაუგებარი მიზეზებით, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა მხოლოდ აღნიშნული განყოფილების უფროსი, ლაშა კვირკვაია, რომელსაც სასამართლომ მხოლოდ გირაო შეუფარდა. იმედს გამოვთქვამთ, რომ უზენაესი სასამართლო მაინც გამოიტანს ამ საქმეზე ობიექტურ განაჩენს,“ - განაცხადა ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ონისე მარგიანმა.

დაზარალებული ადვოკატის, გიორგი მდინარაძის თქმით კი, პოზიტიურია ის ფაქტი, რომ უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო, რაც ერთადერთი ლოგიკური განაჩენის დადგომის იმედს აძლევთ. „ადვოკატისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება არის უპრეცედენტო დანაშაული, რომელზე თვალის დახუჭვაც შექმნის საშიშ პრეცედენტს და გააჩენს დაუცველობის განცდას არა მხოლოდ ადვოკატთა კორპუსში, არამედ მთლიანად საზოგადოებაში. თავად ის ფაქტი, რომ უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო, უკვე პოზიტიურია და ერთადერთი ლოგიკური განაჩენის დადგომის იმედს გვაძლევს“, - განაცხადა დაზარალებულმა ადვოკატმა, გიორგი მდინარაძემ.

„საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“ სრულად იზიარებს დაზარალებული მხარის არგუმენტებს და მიიჩნევს, რომ უმნიშნელოვანესია ადვოკატის უფლებების დარღვევის ფაქტებზე შესაბამისი, მკაცრი რეაგირების მოხდენა, როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე სასამართლო ხელისუფლების მხრიდან.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია