გიორგი ქობულია იტალიის ელჩს ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საქართველოში იტალიის ელჩს ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და იტალიის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. გამოიკვეთა ცალკეული სფეროები, რომლის განვითარებაც ორმხრივად მომგებიანი იქნება, მათ შორის, დასახელდა ისეთი მიმართულებები, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ენერგეტიკა, მრეწველობა, ინოვაციები და სხვ.

აღინიშნა, რომ ორივე მხარე მიესალმება თანამშრომლობის გაღრმავებას და მზადყოფნას გამოთქვამენ ორმხრივი ეკონომიკური კავშირების განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების გასატარებლად. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ საქართველოსა და იტალიის საქმიანი წრეების დაახლოების პროცესს, მათ შორის, სავაჭრო მისიებისა და ბიზნეს ფორუმების ორგანიზების მიმართულებით, საქართველოს ცნობადობის ამაღლების მიზნით.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს