საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს და აღმასრულებელ დირექტორს უმასპინძლა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს დავით ასათიანს და ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს გიორგი ჭახანს უმასპინძლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საკონსტიტუციო სასამართლოდან აცნობეს, შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა, რომლის ფარგლებშიც საუბარი შეეხო საკონსტიტუციო სასამართლოს როლს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს განმტკიცების პროცესში და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ასევე განიხილეს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადვოკატთა ასოციაცის ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივა, კერძოდ, სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის გამოყენების შესაძლებლობა ადვოკატთა ასოციაციის მიერ საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს