ნოდარ კერესელიძე ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ევროპის საბჭოს გარემოს დაცვითი საკითხებისა და საფრთხეების ქვედანაყოფის ხელმძღვანელს, ჯიანლუკა სილვესტრინის შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა გარემოსდაცვითი მიმართულებით ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

მათივე ცნობით, როგორც ნოდარ კერესელიძემ აღნიშნა, გარემოს დაცვა სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. მინისტრის პირველმა მოადგილემ გარემოსდაცვითი პოლიტიკის კონტექსტში მწვანე ეკონომიკის განვითარების კონცეფციაზე ისაუბრა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროსაბჭოში 2019-2020 წლებში საქართველოსთვის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსის მინიჭების და საქართველოს ორგანიზებით კონფერენციის გამართვის საკითხებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ესწრებოდა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს