ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა, სადაც პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდა და დამხმარე ორენოვანი მასწავლებლის მიერ ჩატარებულ ღია გაკვეთილს დაესწრო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, პედაგოგებთან შეხვედრისას მან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის ქართული ენის დასაუფლებლად განხორციელებულ პროგრამებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი პროგრამების პარალელურად სახელმწიფო ეთნიკური უმცირესობების მშობლიური ენის შენარჩუნებაზეც ზრუნავს.

მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ქეთევან ციხელაშვილმა ორენოვანი დამხმარე მასწავლებლების როლზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების მიერ ქართული ენის შესწავლის საქმეში მათ დიდი წვლილი შეაქვთ. ასევე, ციხელაშვილმა ისაუბრა „ქართულ ენაში მომზადების საგანამნათლებლო პროგრამის“ (ე.წ. 1+4 პროგრამის) მნიშვნელობაზეც, რომლის გავლის შემდგომაც სტუდენტებს საჯარო სექტორში სტაჟირების გავლა გამარტივებულად შეუძლიათ.

მინისტრის აპარატის ცნობით, მოგვიანებით, სახელმწიფო მინისტრი მერვე კლასში ქართულის გაკვეთილს დაესწრო, რომელიც სწორედ დამხმარე ორენოვანმა მასწავლებელმა ჩაატარა. მოსწავლეებთან ერთად ქეთევან ციხელაშვილმა სახელმწიფო ენის შესწავლის აუცილებლობაზე იმსჯელა და განაცხადა, რომ ეს მათ ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვნად ჩართვის საშუალებას მისცემს. მისი თქმით, დღევანდელი დღის მთავარი გზავნილი ისაა, რომ სახელმწიფო ზრუნავს თავის მოსახლეობაზე.

„დღეს ბავშვები თავიანთ ოცნებებზე საუბრობდნენ და იმისათვის, რომ ეს ოცნებები ახდეს და ისინი საკუთარ სამშობლოში წარმატებულები იყვნენ, ხარისხიანი განათლება უნდა ჰქონდეთ. რა თქმა უნდა, კარგად უნდა იცოდნენ მშობლიური ენა და ასევე სახელმწიფო ენა, რათა მათთვის არც ერთი დახურული კარი არ არსებობდეს. პედაგოგებთან იმაზეც ვისაუბრეთ, რომ ამ სკოლისა და სამცხე-ჯავახეთის სხვა სკოლების კურსდამთავრებულები უკვე ძალიან წარმატებით სარგებლობენ „1+4 პროგრამით“, სახელმწიფო ენას ეუფლებიან და შემდეგ უკვე გამარტივებული წესით სასურველი უნივერსიტეტის სასურველ პროფესიაზე აბარებენ. ამ სტუდენტებისათვის სახელმწიფო უწყებებში სტაჟირების მასშტაბურ პროგრამას ვახორციელებთ. 150-ზე მეტმა ახალგაზრდამ, ძირითადად ჩვენმა ეთნიკურად სომეხმა და აზერბაიჯანელმა თანამოქალაქეებმა, სტაჟირება უკვე გაიარეს. ეს ახალგაზრდები ძალიან ნიჭიერები არიან და არაჩვეულებრივი რესურსია იმისათვის, რომ როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე, სხვადასხვა სფეროში, საქმიანობა წარმატებით გააგრძელონ. ჩვენი ამოცანაა ამ რეგიონიდან კიდევ უფრო მეტი წარმატებული ახალგაზრდა გვყავდეს,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო