მალხაზ კობაურის ადვოკატი - დღეის მდგომარეობით არამედ არანაირი შესაძლო მტკიცებულება საქმეში არ გვაქვს

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი აცხადებს, რომ ხადას ხეობაში მომხადრი მკვლელობის საქმიდან იარაღი ამოღებულია, თუმცა ეს არ მიუთითებს იმას, რომ დანაშაული მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა, მწყემა მალხაზ კობაურმა ჩაიდინა.

მისი თქმით, საქმეში არ არსებობს შესაბამისი მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც მალხაზ კობაური ხადას ხეობაში მომხადრი მკვლელობის გამო პატიმრობაში უნდა დარჩეს. "დღეის მდგომარეობით არათუ პტიმრობის ძალაში დატოვების საკითხი, არამედ არანაირი შესაძლო მტკიცებულება საქმეში არ გვაქვს, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება ჩადენილია მალხაზ კობაურის მხრიდან. ეს დამტკიცდა იგივე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, მათ შორის, ეს ეხება იგივე ლორა სმიტის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, ასევე რაიან მაიკ სმიტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას. იარაღის არსებობას თვითონ მალხაზ კობაურიც არ უარყოფს. ირაღი ამოღებულია და ეს მანამდე იყო ამოღებული, თუმცა ეს არ მიუთითებს იმას, რომ მკვლელობა მის მიერ განხორციელდა. ამაზე არც ერთი მტკიცეულება არ არსებობს", - განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს