ვლადიმერ პუტინი - საქართველოში ამერიკული გენეტიკური კვლევების შესახებ განცხადებები შეშფოთებას იწვევს, ამგვარი კვლევები ძალიან სახიფათოა

საქართველოში ამერიკული გენეტიკური კვლევების შესახებ განცხადებები შეშფოთებას იწვევს. ამგვარი კვლევები ძალიან სახიფათოა, -ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„ვერ ვიტყვი, რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია. მოვისმინე საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის განცხადება. რა თქმა უნდა, ეს შეშფოთებას იწვევს. თუ ეს ნამდვილად ხდება, ეს ძალიან სახიფათოა და გენეტიკის სფეროში უახლეს მიღწევებს უკავშირდება. საუბარია იმაზე, რომ მუშავდება რაღაც პრეპარატები, რომლებიც ადამიანზე შესაძლოა ზემოქმედებას ახდენდნენ“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა სოჭში „ვალდაის“ კლუბის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, სავარაუდოდ ამგვარი ცდები უკვე ტარდება ძაღლებზე და ვირთხებზე. „სავარაუდოდ ამგვარი ცდები უკვე ტარდება ძაღლებზე და ვირთხებზე, ვინაიდან მათ საკმაოდ სწრაფი ციკლი აქვთ. მეორე-მესამე თაობაში ხდება ისეთი ცვლილებები, რომლებიც კარდინალურად ცვლიან თავდაპირველ იერსახეს. თუ ეს ასეა, ეს დიდ საფრთხეს წარმოადგენს“, - დასძინა ვლადიმერ პუტინმა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს