ვარკეთილის ზემო პლატოზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი

თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის (მესამე მასივი) მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი დოხტურიშვილის ინფორმაციით, ვარკეთილის ზემო პლატოს I კორპუსის მიმდებარედ ახალი ევროპული საბავშვო ბაღის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს. მათვე ინფორმაციით, გიორგი დოხტურიშვილმა განაცხადა, რომ ბაღის პროექტირება უკვე დასრულებულია და 2019 წელს აღსაზრდელებს მიიღებს.

„თბილისის მერის, კახა კალაძის, ჩვენი გუნდისა და პირადად ჩემი, როგორც მესამე მასივის მაჟორიტარი დეპუტატის ერთ-ერთი წინასაარჩვენო დაპირება გახლდათ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საბავშვო-ბაღების მშენებლობა, რათა ყველა ბავშვმა, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, შეძლოს სკოლამდელი აღზრდის საგანმანათლებლო პროგრამებით სარგებლობა. ჩვენი პატარები შეძლებენ აღიზარდონ კომფორტულ და თანამედროვე გარემოში“, - განაცხადა სამგორის მაჟორიტარმა.

გიორგი დოხტურიშვილმა აღნიშნა, რომ საერთო ჯამში, მომავალ წელს, თბილისს 11 ახალი სკოლამდელი დაწესებულება შეემატება, რაც ცალსახად ძალზედ მნიშვნელოვანია.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს