ათეა-მ რუსთავისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებს სპეციალური პრიზები გადასცა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG) საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების მქონე რუსთავისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებს სპეციალური პრიზები გადასცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციიდან (NALAG) აცნობეს, დაჯილდოვების ცერემონიალი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი - 2018“ საზეიმო ღონისძიებაზე გაიმართა.

დაჯილდოვებამდე, საქართველოს 64-ვე მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალგაზრდა წარმომადგენლებმა, მრგვალი მაგიდის სამუშაო ფორმატში, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტირების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობაზე, საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობაზე და თვითმმართველობების საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების შესახებ დისკუსია გამართეს.

მუნიციპალიტეტების გამოცდილების შესახებ დელეგატების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ, საქართველოს პარლამენტის წევრმა დიმიტრი მხეიძემ და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის წარმომადგენლმა ნინო სამველიძემ შეაფასეს. აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით მათ საკუთარი წინადადებები და რეკომენდაციები წარმოადგინეს.

ფორუმის დასასრულს კენჭისყრის შედეგად აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოდან საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების მქონე ორი მუნიციპალიტეტი გამოვლინდა.

,,ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი -2018“, მიმდინარე წლის 12 თებერვალს თბილისის საკრებულოში დაფუძნდა.

პლატფორმა სლოგანით - „ახალგაზრდა ლიდერები დღეს“ საქართველოში პირველად შეიქმნა და საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება. ღონისძიებას, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაიმართა, საქართველოს მთავრობის, ასევე საკანონმდებლო და წარმომადგენლობითი ორგანოების მაღალი რანგის წევრები ესწრებოდნენ, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.

,,ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეულის“ ფარგლებში გამართული ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი - 2018“ თბილისის საკრებულოს ინიციატივით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) და ევროპის კავშირის მხარდაჭერითა და საქართველოს პარლამენტისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით მოეწყო.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა