ამბროლაურის მუნიციპალიტეტს სამი ახალი ავტობუსი მოემსახურება

ამბროლაურის მუნიციპალიტეტს სამი თანამედროვე ტიპის ავტობუსი მოემსახურება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ავტობუსები ექსპლუატაციაში უკვე შევიდა. თითოეული სატრანსპორტო საშუალება 2018 წლის მოდელია და 26 მგზავრზეა გათვლილი. მათივე ინფორმაციით, ახალი ავტობუსები დადგენილი გრაფიკის შესაბამისად იმოძრავებს და მგზავრებს საშუალებას მისცემს მინიმალურ ფასად, კომფორტულად გადაადგილდნენ მათთვის სასურველი მიმართულებით. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიზანია ტრანსპორტით მომსახურების დაფარვის ზონა მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი მთელ ტერიტორიაზე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია