ადვოკატები - მირზა სუბელიანის დავალებით, დავით ცუხიშვილი ჩართული იყო ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმის გაყალბებაში

გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ დავით ცუხიშვილი მირზა სუბელიანის დავალებით ჩართული იყო ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმის გაყალბებაში, - ამის შესახებ ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჩივიაშვილის თქმით, იმ პერიოდში, როდესაც ვანო მერაბიშვილი საკნიდან გაიყვანეს, დავით ცუხიშვილი სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლად მუშაობდა. ადვოკატის ინფორმაციით, სწორედ მას ევალებოდა იმ ვიდეოკადრების დათვალიერება, სადაც #9 დაწესებულებიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტამდე მარშრუტი ჩანს. ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილის თქმით, ცუხიშვილმა აღნიშნულ კადრებში „ვერაფერი საინტერესო ვერ აღმოაჩინა“.

„უკანასკნელ პერიოდში გავრცელებული აუდიოჩანაწერები ნათლად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ივანე მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ფაქტის გამოძიება და შიდა მოკვლევა იყო გაყალბებული და საქართველოს ხელისუფლებამ გაყალბებული მონაცემები მიაწოდა სტრასბურგის სასამართლოს. როგორც ამ ჩანაწერებში ჩანს, დავით ცუხიშვილი, რომელიც იმყოფება მირზა სუბელიანთან და ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთად, ეს ადამიანი იქ ადასტურებს რომ 9 თვე ელოდებოდნენ, სანამ მას დაკითხავდნენ. ვინ არის ცუხიშვილი - 2013 წლის 14 დეკემბერს, როდესაც მოხდა ივანე მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა, მიყვანა მთავარ პროკურორთან და მისგან გაურკვეველი ინფორმაციების მოთხოვნა, სწორედ ამ პერიოდში დავით ცუხიშვილი მუშაობდა სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლად. ეს ადამიანი იყო მირზა სუბელიანის მარჯვენა ხელი, რაც ჩანაწერებითაც დასტურდება. დავით ცუხიშვილი უშუალოდ აწარმოებდა მოკვლევას მერაბიშვილის გაყვანასთან დაკავშირებით. კერძოდ, მას აქვს დათვალიერებული იმის ვიდეოკადრები, რა მარშრუტიც გაიარეს მეცხრე დაწესებულებიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტამდე, ეს ადამიანი ათვალიერებს ჟურნალს, სადაც ხდება ადამიანების და მანქანების შესვლა-გასვლა ნომერ მეცხრე დაწესებულებაში, სადაც მერაბიშვილია მოთავსებული. სწორედ იგი უპატაკებს მირზა სუბელიანს, რომ თითქოსდა მის მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად ვერაფერი საინტერესო ვერ იქნა დადგენილი. ის უთითებს, რომ კამერებში მანქანების გადაადგილება ჩანს, მაგრამ საინტერესო ვერაფერი აღმოაჩინა.

ამის შემდგომ პროკურატურაში გამოძიება იწყება ისევ მერაბიშვილის გაყვანასთან დაკავშირებით, ვინაიდან სტრასბურგის სასამართლომ მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა. იქაც იკითხება მოწმის სახით დავით ცუხიშილი, სადაც ის ამბობს, რომ ჩაატარა მოკვლევა და ვერაფერი საინტერესო ვერ აღმოაჩინა. გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ეს ადამიანი თავიდან ბოლომდე სუბელიანის დავალებით ჩართული იყო აღნიშნული საქმის გაყალბებაში. ეს გაყალბებული მასალები გადაეგზავნა შემდგომ სტრასბურგის სასამართლოს,“ - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა